კომპანია დაარსდა საქართველოში 2012 წლის ნოემბერში . ნატახტარში მცირე ქარხნის აგების შემდეგ,უკვე 2014
წლის ზაფხულში კომპანია აქტიურად აწარმოებს და ყიდის საკვებს და საკვებდანამატების შინაური ცხოველებისათვის.კომპანია თანამშრომლობს როგორც მსხვილი, ასე მცირე ფერმერებთან საქართველოს
მთელი მასშტაბით. გარდა მაგისა, ეწევა პროდუქციის ექსპორტს ქვეყანის გარეთ.
ამჟამად ჩვენი კომპანია მცხეთის რაიონის სოფელ აღდგომლიანთკარში თავისი პროდუქციის წარმოებისა და
სასაწყობო მეურნეობისთვის კიდევ უფრო თანამედროვე საწარმოს მშენებლობაშია ჩართული.
კომპანიის ძირითადი პროდუქტი არის დამუშავებული და დაფასოებული ალაოს ნაქაჩი, რაც წარმოადგეს ფაქტიურად ლუდის ხარშვის ნარჩენს. ალაოს ნაქაჩი მიეწოდება ფერმებს ასევე ნაყარი ფორმით.ალაოს ნაქაჩი
იკავებს მნიშვნელოვან ადგილს შინაური ცხოველების რაციონში, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ყველა საჭირო
ვიტამინებსა და მინერალებს, რაც აუცილებელია მათი ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისათვის. რაც შეეხება
ლუდის ხარშვის შედეგად წარმოებულ სხვა ნარჩენს-საფუარს-ჩვენი კომპანია მისგან აწარმოებს
ხარისხიან საკვებდანამატს,რაც წარმოადგენს შეუცვლელ პრობიოტიკს შინაური ცხოველების რაციონში.
ნედლეულის მომწოდებლები არიან უმსხვილესი ლუდსახარშები „ნატახტარი“(სს „ლომისი“) და „გლობალ ბიერ ჯორჯია“(წილკანი).კომპანია გეგმავს მომწოდებლების წრის გაფარტოვებას ახლო მომავალში.
ჩვენი კომპანიის პირველი აშენებული ქარხანა მდებარეობს სოფელ ნატახტარში, მცხეთის რაიონში დიდი ლუდსახარში „ლომისი“-ის ტერიტორიაზე.ამ დროისათვის კომპანია აშენებს უფრო თანამედროვე ქარხანას და სასაწყობე მეურნეობას სოფელ აღდგომლიანტკარში მცხეთის რაიონში.